საზოგადოების ჩართულობა და სოლიდარობის გაღრმავება ჟურნალისტების მიმართ, ვისაც უხდება ბრძოლა უსამართლო სისტემის წინააღმდეგ, მაუწყებლის იდეის გადასარჩენად - დაახლოებით ამ შინაარსის დისკუსია გაიმართა დღეს ბათუმში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით. მოქალაქეებს პროფესიულმა კავშირმა გააცნო ის მოთხოვნები და სტრატეგია რითაც მომდევნო დღეებში ტელევიზიასა და რადიოში, შინაარსზე პასუხისმგებელი ადამიანები, თანმიმდევრულად იმოქმედებენ.
შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, სხვა რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ. ბევრი თანხმდება, რომ მაუწყებელში მიმდინარე პროცესი ახლა პრეცედენტულია და მნიშვნელოვანია მთლიანად ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.