ქუთაისის კლინიკაში მოთავსებულ 7 წლის ბავშვს კორონავირუსი არ დაუდგინდა

02 მარტი 2020, 17:22 1444 ნახვა

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ შვიდი წლის პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

ლუგარის ლაბორატორიიდან კვლევის პასუხი ცოტა ხნის წინ მიიღეს. არასრულწლოვანი საავადმყოფოში რჩება და მას მედიკოსები სეზონურ გრიპზე მკურნალობენ.  ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. 

ლუგარის ლაბორატორიაში კვლევისთვის კლინიკიდან კიდევ ექვსი პაციენტის ანალიზია გაგზავნილი და პასუხებს დღის ბოლომდე ელოდებიან.

7 წლის ბავშვი მშობლებთან ერთად იტალიაში იმყოფებოდა, საიდანაც ერთი კვირის წინ დაბრუნდა. მედიკოსების ინფორმაციით, ბავშვს შემოწმებისას დაბალი ტემპერატურა ჰქონდა, რის გამოც ინფექციურში გადაიყვანეს. ის ბოქსირებულ პალატაში იყო მოთავსებული. 

საქართველოში კორონავირუსის სამი დადასტურებული შემთხვევაა. სამივე პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი