სოფელ ქედქედთან, ცენტრალურ გზაზე ლოდების ცვენის გამო გადაადგილება საფრთხის შემცველია. მოსახლეობამ გამაფრთხილებელ აქციაზე აღნიშნა, რომ ლოდებს ცვენისას რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთი ადგილობრივი დაიღუპა.
2 დღის წინ კი, ფერდობიდან ჩამოვარდნილმა ლოდმა მოსაცდელი დაანგრია. აქციის მონაწილეები ალტერნატიული გზის ან უსაფრთხოების ზომების მიღებას ითხოვენ. ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე, აცხადებს, რომ ალტერნატიული გზის მშენებლობა, უახლოეს დღეებში დაიწყება