შესაძლოა ხვალ გახდეს ცნობილი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი ამბების სამსახურის უფროსის მისამართით დაწყებული დისციპლინური წარმოების შედეგები. მაუწყებლის დირექტორი ამბობს, რომ ამ საქმეზე შესაძლოა პასუხისმგებლობა დაეკისროს სხვა პირებსაც და საჭიროების შემთხვევაში საქმე გადაეცეს საგამოძიებო უწყებებს.
მრჩეველთა საბჭოს წევრი გია ქარცივაძე, რომელიც, მაშინ, როდესაც ხელშეკრულება გაფორმდა ენდიაის დირექტორსა და შორენა ღლონტს შორის, მაუწყებლის ეიჩარი იყო, ამბობს, რომ საქმე ხანდაზმულია და ეს პროცესი ემსახურება თანამშრომლების დაშინებას...