ტატო გრიგალაშვილი დიუსელდორფის გრანდ სლემის გამარჯვებულია

22 თებერვალი 2020, 22:57 2147 ნახვა

დიუსელდორფში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში 81კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა რუსი ოლიმპიური ჩემპიონი ხასან ხალმურზაევი დამაჯერებლად დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ფინალამდე ქართველმა  ორ მსოფლიო ჩემპიონს სᲫლია, ნახევარფინალში კი ყირგიზეთის წარმომადგენელი ვლადიმირ ზოლოევი სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.

დღეს ჩვენი ქვეყნის სახელით ტურნირზე კიდევ სამმა ძიუდოისტმა იასპარეზა, მაგრამ ისინი მედლებისთვის ბრძოლას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

საქართველოს ნაკრებს გუშინ 66 კგ-ში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილმა ვერცხლის მედლი მოუტანა. დიუსელდორფის გრანდ სლემზე ხვალ  სამ წონით კატეგორიაში ექვსი ქართველი იასპარეზებს: 90 კგ. – ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ბექაური
100 კგ. – ნიაზ დიასამიძე, გიორგი ჩიქოვანი
+100 კგ. – გურამ თუშიშვილი, ონისე ბუღაძე.
 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში