გიორგი გახარიასა და კახა კალაძეს ბათუმში ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრები ტრანსფარანტებით დახვდნენ

21 თებერვალი 2020, 18:05 1443 ნახვა

გიორგი გახარიასა და კახა კალაძეს ბათუმში ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრები ტრანსფარანტებით დახვდნენ.მათი განცხადებით, ქვეყნის პირველ პირებთან შეკითხვები 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით ჰქონდათ, თუმცა სამართალდამცავებმა მიახლოების საშუალება არ მისცეს.

აქციის მონაწილეები საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვდნენ, რაც შეეხება ფორუმის მიმდინარეობას პრემიერმა გახარიამ, ისაუბრა თვითმმართველობების გაძლიერებასა და ახალგაზრდობის მეტ ჩართულობაზე.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში