საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ დღის ბოლოს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით გაავრცელა განცხადება, რომლებიც დირექტორის არჩევის წესს აკრიტიკებენ. განცხადება 3 გვერდიანია და მოცემულია განმარტებები, მათ შორის მთავარ შენიშვნაზეც. მესამე სექტორი აუცილებლობად მიიჩნევს, კონკურსში მონაწილემ ტელევიზიის განვითარების კონცეფცია დოკუმენტის სახით წარმოადგინოს.