ლევან ვარშალომიძე კარდაკარის პრინციპით მოსახლეობასთან შეხვედრას აგრძელებს. დღეს ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომერი ბათუმის მაჟორიტარებთან ერთად, ჯავახიშვილის ქუჩისა და ბათუმის შემოერთებული ტერიტორიების ამომრჩეველს შეხვდა და სამოქმედო პროგრამა გააცნო.