ბათუმის ,,შავი ზღვის ბიჭებმა’’ ხელბურთში საქართველოს უმაღლეს ლიგაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ბათუმელებმა ამჯერად თბილისის ,,პეგასი’’ ანგარიშით 39-28 დაამარცხა.
შეხვედრის მოგება შეძლო ,,ქუთაისმაც’’. მატჩი ,,ქუთაისსა’’ და ,,გორს’’ შორის შედგა, სადაც სარეკორდო ანგარიში დაფიქსირდა. მატჩი რიონისპირელებმა ანგარიშით 63-42 მოიგეს.
ამ დროისთვის გათამაშებას მოქმედი ჩემპიონი და თასის გამარჯვებული ,,ბათუმი’’ 22 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილზე 20 ქულით ,,ქუთაისია’’, ხოლო მესამე პოზიციაზე კი ,,სტუ იმედი’’. რეგულარულ პირველობაზე გუნდები 21 ტურს ითამაშებენ, ამის შემდეგ კი 4 საუკეთესო გუნდი ბრძოლას ფინალურ ოთხეულში განაგრძობს.