საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა

13 თებერვალი 2020, 12:01 1109 ნახვა

ცოტა ხნის წინ გაიხსნა, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეცხრე სხდომა, რომელზეც  საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობენ.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკური ინტერესიდან  გამომდინარე, ქართული მხარისგან არის მზაობა  გიგი უგულავას საქმის ირგვლივ წამოჭრილი ნებისმიერი საკითხი განიხილონ და რომ საქართველოს მთავრობის მიზანია სამართლიანი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა.

პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად სონღულაშვილმა დახმარების თხოვნით მიმართა  კომიტეტს წევრებს. ევროპარლამენტარების საბოლოო დასკვნა, სავარაუდოდ,  მკაცრი იქნება. უკვე ცნობილია, რომ კრიტიკულად განწყობილი დეპუტატების შესწორებებს მმართველი პარტია მხარს არ დაუჭერს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი