მხარეებს შორის დიალოგის აუცილებლობა და გიგი უგულავას დაკავების საკითხი სტრასბურგშიც აქტუალურია

12 თებერვალი 2020, 18:05 1243 ნახვა

მხარეებს შორის დიალოგის აუცილებლობა და გიგი უგულავას დაკავების საკითხი სტრასბურგშიც აქტუალურია. ევროკავშირი საქართველოს ნაკისრ ვალდებულებებს ახსენებს: სასამართლოს დამოუკიდებლობა, სამართლიანი მართლმსაჯულება და კანონის უზენაესობა. აცხადებენ, რომ განსაკუთრებულად აკვირდებიან გახმაურებულ სასამართლო პროცესებს. აქცენტი კეთდება ოპოზიციური ლიდერის დაკავებაზე, პოლარიზაციის აღმოფხვრისთვის აუცილებელი დიალოგის ხელშემშლელ ფაქტად ასახელებენ. სანამ სტრასბურგში ურთიერთობებს განიხილავენ, ევროკავშირის წარმომადგენლებმა უკვე გაახმოვანეს შენიშვნები.

საქართველოს დემოკრატიის ხარისხს უწუნებენ. შტატებში სანქციების შესახებ მოწოდებების გახშირებაზე წერს პრემიერ გახარიას  კონგრესმენი ვებერი. კრიტიკულ წერილებში ოპოზიციის გავლენას ხედავს ისევ მმართველი გუნდი. ოპონენტები კი „ქართული ოცნების“ მხრიდან კლოუნადაზე საუბრობს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი