ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა ბრიუსელში

15 დეკემბერი 2025, 15:02 125 ნახვა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაიწყო. მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომია. აღნიშნულთან დაკავშირებით, დისკუსიის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა. ევროკავშირი აპირებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცროს, ასევე მინისტრები იმსჯელებენ უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე. ვირტუალურ რეჟიმში შედგება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან.  განსახილველ თემებს შორის არის ასევე ახლო აღმოსავლეთი, სირია და ევროკავშირის ურთიერთობები ჩინეთთან. შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ, საქართველოს შესახებ ისაუბრა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა. განცხადება გააკეთა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმაც.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი