დღეიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის პოზიციაზე კონკურსში, მონაწილეთა განცხადებების მიღება დაიწყო. დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის წესი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ დაამტკიცა და ღია კონკურსი გამოაცხადა. დოკუმენტს შენიშვნები უკვე მოჰყვა მესამე სექტორის მხრიდან.