400-მდე აბონენტს ბათუმში ბუნებრივი აირი არ მიწოდება. კომპანია "სოკარ ჯორჯიას" ინფორმაციით, დაზიანება არ არის მასშტაბური. ყინვის გამო, კონკრეტულ ლოკაციებზე, ქალაქის სხვადასხვა ადგილზე, ცალკეულ აბონენტებს შეუწყდათ გაზი, მათ შორის დიდ ნაწილს ღამით, როცა ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაეცა.
"სოკარ ჯორჯიას" ინფორმაციით, ჯგუფები უკვე გასულები არიან ავარიული ადგილების შესასწავლად და დღის ბოლომდე გაზის მიწოდება აღუდგებათ აბონენტებს.