ქართველმა ძიუდოისტმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

09 თებერვალი 2020, 23:17 1978 ნახვა

ქართველმა ძიუდოისტმა, ვარლამ ლიპარტელიანმა პარიზის გრანდ სლემზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირია, ვერცხლის მედალი მოიპოვა. ვარლამი 100 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

ქართველი ძიუდოისტი ფინალში ისრაელის წარმომადგენელთქნ, პეტერ პალჩიკთან დამარცხდა.

ლიპარტელიანმა დილის სესიაში 4 გამარჯვება იზეიმა. ვარლამმა სამხრეთ კორეელ ჯაე იუნ კიმს, მონტენეგროელ დანილო პანტიჩსა და რუს  არმან ადამიანს წმინდად აჯობა, მხოლოდ ლატვიელ იევგენის ბოროდავკოსთან დასჭირდა სრული 4 წუთი. საბოლოო ჯამში,  ქართველმა ძიუდოისტმა ბალტიისპირელს ვაზარით მოუგო.

ვარლამს პრესტიჟული შეჯიბრება 3-ჯერ აქვს მოგებული, ვერცხლის მედალი კი  მეორედ აიღო.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი