სოციალური პოლიტიკით დაუცველები 

08 თებერვალი 2020, 20:46 1829 ნახვა

დღეს აჭარაში სოციალურ პაკეტს  18 703 პირი ღებულობს.  სოციალური პაკეტი ყოველთვიური სახელმწიფო გასაცემელია, რომელსაც, კანონით განსაზღვრული შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული კატეგორია ღებულობს.

რეგიონში სახელმწიფო სუბსიდიის მიმღები  3 402 პირია. სახელმწიფო სუბსიდიაც ფულადი სოციალური დახმარებაა, რომელიც განკუთვნილია სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებული პირებისთვის  საყოფაცხოვრებო -კომუნალური მომსახურებისა და სხვა ხარჯების ასანაზღაურებლად. სოციალურად დაუცველების დასახმარებლად გაცემული თანხის რაოდენობა მათ კონკრეტულ სტატუსზეა დამოკიდებული, თუმცა ის, რომ თანხა მინიმალურ საარსებო მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებს, ამაზე მათი ეკონომიკური მდგომარეობა მოწმობს.

გასული წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობას 427 373 მოქალაქე იღებდა. რა გავლენას ახდენს ბიუჯეტიდან დახარჯული მილიონები სოციალურად დაუცველთა ყოფაზე და რატომ არ უმჯობესდება მათი ცხოვრების დონე.

ხათუნა შუშანიძე
ჟურნალისტი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში