მაღალმთიან აჭარაში თოვს და მუნიციპალიტეტებში შტაბები მოქმედებს. უხვმანალექმა პრობლემები, ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით შექმნა. მაღალი ზონის სოფლებში გზებს, ტექნიკა წმენდს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დღის მეორე ნახევარში სანაპირო ზოლში ისევ მოთოვს. ზღვაზე კი 5 ბალამდე შტორმი იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ყინვა ღამის საათებში გაძლიერდება. ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს კოლხეთის დაბლობზე.