ორი დღის განმავლობაში თოვლი და ყინვაა მოსალოდნელი

08 თებერვალი 2020, 10:56 1868 ნახვა

9 თებერვლიდან 11 თებერვლამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად აცივდება. კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -5, -8 გრადუსამდე დაეცემა. ტემპერატურის მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს.

მაღალმთიან რეგიონებში ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ზღვაზე საშტორმო მდგომარეობა შენარჩუნდება.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი