ახალშენის კულტურის სახლის რეაბილიტაცია კვლავ შეჩერებულია

06 თებერვალი 2020, 18:27 2320 ნახვა

ახალშენის კულტურის სახლის რეაბილიტაცია ამ დრომდე არ დასრულებულა. ხელვაჩაურის საკრებულოს ,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრის მტკიცებით,  ,, ქართულმა ოცნებამ’’ ახალშენის მოსახლეობას  კულტურის სახლი წაართვა. მიშა ბოლქვაძე ამბობს, რომ  გაფლანგულია   მილიონ ლარზე მეტი.

მისივე თქმით,  კულტურის სახლის რეაბილიტაციის  მე-3 ეტაპისთვის ადგილობრივებმა პროექტი შეადგინეს, რომლის მიხედვითაც უნდა გაგრძელებულიყო სარეაბილიტაციო სამუშოები.  ხელვაჩაურის მერის განცხადებით პროექტი სამხარაულის ექპერტიზაზეა გადაგზავნილი და ელოდებიან დასკვნას.,,მთავარის’’ შეკითხვაზე  დასრულდება თუ არა შენობის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წელს, მერს პასუხი არა აქვს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი