გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 თებერვალს 9:00 საათიდან 12:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება ბაგრატიონის #111-ში მცხოვრებ აბონენტებს.
"ბათუმის წყლის" ინფორმაციით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.