უმრავლესობა დამალობანას ეთამაშება საკუთარ ხალხს - გიგი უგულავა პარლამენტის პიკეტირებაზე 

05 თებერვალი 2020, 11:27 1493 ნახვა

"უმრავლესობა დამალობანას ეთამაშება საკუთარ ხალხს, თუ სხდომა ჩანიშნულია 12 საათზე, შედიან 9 საათზე, თუ 10 საათზეა, საერთოდაც დილის 6 საათზე მოდიან. ორ საათზეა სხდომა დღეს დანიშნული, გუშინ არავინ არ იცოდა და ასე, ჩუმად, დილით დანიშნეს, რომ გოდრებით შეეყვანათ დეპუტატები. ახლა დაგვიანებული დეპუტატი მობოდიალდა აქ, მოდიან და ეგ არის, ვის მოუგია საზოგადოებასთან დამალობანას თამაში?

სინამდვილე არის მძიმე, როდესაც არ უნდა გავიდნენ, შემოვიდნენ და გადავიდნენ, რაც არ უნდა დაიმალონ, გაბრაზებული ხალხის ხმას ფეხდაფეხ დაეწევათ და გარდაუვალი პროცესია. რაც ამ კოლექტიურმა ივანიშვილებმა იკადრეს ეს შეუწყნარებელია, ან უნდა დათმონ პოზიციები ან სისტემატიური დისკომფორტი ექნებათ მოქალაქეებისგან" - განაცხადა გიგი უგულავამ პარლამენტის შენობასთან, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას გეგმავდა. 

დეპუტატების ნაწილი პარლამენტში დილით შევიდნენ, ვიდრე პარლამენტთან აქტივისტები შეიკრიბებოდნენ. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი