საერთაშორისო ტურნირი ტანვარჯიშში

17 სექტემბერი 2016, 00:00 3658 ნახვა

საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში გაიხსნა. შეჯიბრება წელს მეოთხედ ტარდება და მასში 15 ქვეყნის 100-მდე საუკეთესო სპორტსმენი მონაწილეობს. ტურნირს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები აფასებენ. შეჯიბრება იმართება, როგორც გუნდურ, ასევე ინდივიდუალურ სპორტსმენებს შორის. გუნდურ შეჯიბრებაში გოგონათა შორის მესამე ადგილი უკრაინას, მეორე საქართველოს, ხოლო პირველი ადგილი რუსეთის ნაკრებს ერგო. ვაჟთა შორის შეჯიბრი გრძელდება, საუკეთესო შედეგების მქონე სპორტული ტანმოვარჯიშეები ხვალ ფინალურ შეხვედრაში იასპარეზებენ. 

ამავე კატეგორიაში