ხვალიდან  სამხედრო სამსახურში  საგაზაფხულო გაწვევა  იწყება

02 თებერვალი 2020, 15:19 1157 ნახვა

ხვალიდან, სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საგაზაფხულო იწყება და 30 ივნისამდე გაგრძელდება. საქართველოს თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გაწვევას 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები ექვემდებარებიან, რომლებსაც კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.

გასაწვევი მოქალაქეები ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში