ქართული სამარკო ნიშანი მარსზე 

01 თებერვალი 2020, 20:17 2258 ნახვა

ადამიანს, რომელიც პირველი იქნება მარსზე, შესაძლოა, ქართველების მიერ შექმნილი სამოსი ეცვას. კოსმოსურ კოსტიუმს ვამეხ ხერხეულიძე სანდრო ჩუბინიძესთან და გიორგი გაბარაშვილთან  ერთად ქმნის. 

მარსამდე აღჭურვილობას დედამიწაზე გამოცდიან. საუბარია მეხანძრის ინოვაციურ კოსტიუმზე, რომელიც  სრულიად ცეცხლგაუმტარია და ტემპერატურისგან 8-ჯერ უფრო ხანგრძლივი დაცვა გააჩნია, ვიდრე ამ დროისთვის არსებულებს. 

მას გაგრილების სისტემის ახალი ტექნოლოგია ექნება, რომლის ანალოგი ჯერჯერობით დედამიწაზე არ არსებობს.

ხათუნა შუშანიძე
ჟურნალისტი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი