კვების ობიექტების შემოწმება

01 თებერვალი 2020, 18:02 1109 ნახვა

სურსათის ეროვნული სააგენტო სწრაფი კვების ობიექტებს ამოწმებს. განსაკუთრებული აქცენტი საცხობებზე კეთდება. შემოწმების ძირითადი მიზანია, წარმოებაში გამოყენებული ყველის წარმომავლობის მიკვლევადობის დადგენა. დედაქალაქში 32 ობიექტი შემოწმდა. ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის 23 ბიზნესოპერატორი დააჯარიმეს. 

სააგენტოს სპეციალისტებმა აგრეთვე ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშები აიღეს. 9 იანვრიდან ძალაში შევიდა დადგენილება „სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“, რომლის თანახმად, სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარება იმ არარეგისტრირებული ფიზიკური პირების საქმიანობა, რომლებიც ორგანიზებულად ეწევიან სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და რეალიზაციას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი