ქობულეთის მერია მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავტომობილების რეცხვისთვის ტენდერს აცხადებს. მუნიციპალიტეტი მზადაა კომპანიას, რომელიც მის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს 4 780 ლარი გადაუხადოს.
ტენდერში გამარჯვებულმა მთელი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული 9 მანქანის რეცხვა უნდა უზრუნველყოს.
სატენდერო პირობების თანახმად, 2 მსუბუქი ავტომობილი, სედანი 100-ჯერ უნდა გაირეცხოს.მათ შორის მერიის ავტომობილი 40-ჯერ, საკრებულოს კი 60-ჯერ.
ჯიპის ტიპის 7 ავტომობილი კი წლის განმავლობაში სულ-398-ჯერ. მათ შორის მერიის ჯიპები 218 ჯერ, საკრებულოს კი 180-ჯერ. მსუბუქი ავტომობილის თითო გარეცხვაში მუნიციპალიტეტი მზადაა 8 ლარი, ჯიპების რეცხვისთვის კი 10 ლარ გადაიხადოს.
მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტომობილების რეცხვისთვის გასულ წელს ქობულეთის ბიუჯეტიდან 4 2 79 ლარი დაიხარჯა, თუმცა მაშინ ავტომობილების რეცხვის რაოდენობა ნაკლები იყო.