საქართველოს მაგისტრალებზე ხშირი ავტოკატასტროფების ადგილებს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანასებით შეისწავლიან

31 იანვარი 2020, 11:07 2446 ნახვა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წელს სპეციალისტების ჩართულობით საქართველოს მაგისტრალური გზების იმ ადგილებს შეისწავლიან, სადაც ხშირად ხდება ავტოკატასტროფები. ე.წ. შავი წერტილების შერჩევისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკი 600 000 ევროს დახარჯავს. 

ამ პროექტის ფარგლებში, 5 მილიონი ევრო დაიხარჯება ექსპერტების მოსაწვევად, რომლებიც დაეხმარებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტს ტრანსევროპულ ქსელში (TEN-T) შემავალი და მასთან დამაკავშირებელი საგზაო პროექტების მართვასა და განხორციელებაში.

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) გრანტის სახით, სადაც 5 750 000 ევროს გამოუყოფს, რაც მოხმარდება საგზაო ქსელის ხარისხის და უსაფრთხოების დონის ამაღლებას - მგზავრობის პირობების გაუმჯობესებას, გადაადგილების დროის შემცირებას,  ავტოტრანსპორტის ხარჯების შემცირებას, სახელმწიფო საგზაო ქსელზე უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებას და პროექტის მომზადებისა და განხორციელებისთვის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას, მათ შორის საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებებს.

150,000 ევრო მოხმარდება გარემოსდაცვითი და სოციალური კვლევების მომზადებას. 

მაგისტრალებზე ხშირი ავტოავარიების გამო,  საგზაო უსაფრთხოებაზე მომუშავე ორგანიზაციები, საგზაო დეპარტამენტს მოუწოდებდნენ, იმ  ადგილების იდენტიფიკაცია მოახდინონ, სადაც  ავარიები ხშირად ხდება და განსაზღვრონ ე.წ. შავი წერტილები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი