7 პირიდან, რომლებიც ბიზნესმენი ძმების მკვლელობას გეგმავდნენ 4 ბათუმელია და ისინი ასლან აბაშიძის ოჯახის დაცვის ყოფილი წევრები არიან. მათგან ერთერთი ჩადენილ ქმედებას აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს. დაკავებულების სამიზნე ძმები ფეიქრიშვილები იყვნენ, რომლებიც ამბობენ, რომ არცერთ მათგანს იცნობდნენ, ასევე მათთვის გაურკვეველია მკვლელობის მომზადების მოტივი.