წერილებიც იქნება და სიხარულებიც - გიორგი გახარია წასვლაზე და ფინალურ სერიაზე

29 იანვარი 2020, 16:49 2000 ნახვა

ამერიკელი კონგრესმენების მიერ მიღებულ კრიტიკულ წერილებს გიორგი გახარია ჟურნალისტებთან აფასებს და ამბობს, რომ ეს წერილები უკავშირდება ერთი არაკეთილსინდისიერი კომპანიის საქმიანობას და მის ლობებს კონგრესში.  პრემიერი ამბობს, რომ "შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, იმედი გვაქვს, რომ ამ ფაქტებს დაადასტურებს სტოკჰოლმის არბიტრაჟი და ყველა გავიგებთ ამას,"  - თქვა გიორგი გახარიამ.  

პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ კონგრესმენების წერილების ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი  საარჩევნო წელს მისთვის გასაგებია, თუმცა პარტნიორებთან საქმიან ურთიერთობას განაგრძობს.

 "ქვეყანას აქვს მთელი რიგი გეგმა სტრუქტურული რეფორმების, რომლის შესახებაც დღეს დონორებთან ვისაუბრეთ და ჩვენ რომ დონორებთან ვსაუბრობთ, ხომ გესმის ეს რას ნიშნავს... სტრუქტურული რეფორმები, რომელიც ტარდება ქვეყანაში, მათი მხარდაჭერით უნდა ჩატარდეს, როგორც ფინანსური ასევე სხვა სახის. შესაბამისად, ჩვენ გვესმის ეს ჟრიამული, რაც მოეწყო ამ წერილებთან დაკავშირებით, გასაგებია არის პოლიტიკური კონტექსტი და საარჩევნო ციკლიდან გამომდინარე, ბუნებრივია ყველა გამოიყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის ამ წერილებს. ყველა წერილი, რომელიც გამოგზავნილი იყო კონგრესიდან, მხარესთან შეთანხმებით იყო გამოქვეყნებული", - თქვა პრემიერმა. 

რაც შეეხება მის გადადგომაზე დასმულ შეკითხვებს, გიორგი გახარია არასერიოზულად, ისევ ნახევრად ხუმრობით პასუხობს:  "მე ყოველთვის მივდივარ წინ, ცხოვრება მოძრაობაა, ყოველთვის ყველაფერი იცვლება,  ყველაფერი თავის განვითარებას პოვებს, ამიტომ ყველაფერს უნდა დაველოდოთ... დასპოილერება მე ხომ არ მომიგონია?! ეს არის ძალიან კარგი, თანამედროვე ცნება და მინდა ამ პოზიციაზე დავრჩე. უახლოეს პერიოდში, თქვენს კონტექსტში გადავალ, აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შევდივართ, წერილებიც ბევრი იქნება და სიხარულებიც, მაგრამ საბოლოო ჯამში, ფინალურ სერიაში გაიმარჯვებს ქვეყანა..." - უთხრა  საქართველოს პრემიერ მინისტრმა ჟურნალისტებს კითხვაზე  - აპირებს თუ არა იგი თანამდებობის დატოვებას. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი