კორონავირუსის 4 593 შემთხვევიდან, 4 537 ჩინეთში დაფიქსირდა - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია 

29 იანვარი 2020, 16:35 1364 ნახვა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის  ინფორმაციით, 28 იანვრის ანგარიშის მიხედვით, გლობალურად სულ დადასტურებულია კორონავირუსის 4 593 შემთხვევა, აქედან 4 537 ჩინეთში. აღრიცხულ შემთხვევებში გაერთიანებულია ჰონგ-კონგი 8, მაკაუ 7, ტაიბეი ასევე 7 შემთხვევა. 

56 დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ, უფრო კონკრეტულად 14 ქვეყანაში: იაპონია 6, სამხრეთ კორეის რესპუბლიკა 4, ვიეტნამი 2, სინგაპური 7, ავსტრალია 5, მალაიზია 4, კამბოჯა 1, ტაილანდი 14, ნეპალი 1, შრი-ლანკა 1, ამერიკის შეერთებული შტატები 5, კანადა 2, საფრანგეთი 3, გერმანია 1. 

ჩინეთში დადასტურებული 4 537 შემთხვევიდან 976 მძიმე ფორმებით მიმდინარეობს. ​გარდაცვლილია 106 ადამიანი. 

მცირედით განსხვავებულია ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის მონაცემები. ECDC-ის ცნობით 29 იანვრის მონაცემებით სულ ლაბორატორიულად დადასტურებულია 6 072 შემთხვევა, აქედან ჩინეთი 5 994. დაფიქსირებულია გარდაცვალების 132 ფაქტი. 

ჩინეთის გარეთ 16 ქვეყანაში დაფიქსირებულია 78 დადასტურებული შემთხვევა: იაპონია 7, სამხრეთ კორეის რესპუბლიკა 8, ვიეტნამი 2 , სინგაპური 7, ავსტრალია 5, მალაიზია 7, კამბოჯა 1, ტაილანდი 14, ნეპალი 1, შრი-ლანკა 1, ამერიკის შეერთებული შტატები 5, კანადა 3 , საფრანგეთი 4 , გერმანია 4, ტაივანი 8,არაბეთის გაერთიანებული ემირატები 1,

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით კი, 29 იანვრის მონაცემებით დაფიქსირებულია 1 459 ახალი შემთხვევა, მათგან 263 მძიმედ და მწვავედ მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი