ხულოში უპატრონო ძაღლების მოვლა-პატრონობის პროგრამა ერთი თვეა შეჩერებულია

31 იანვარი 2020, 10:37 2863 ნახვა

აჭარის მაღალმთიანეთში ადგილობრივები მიუსაფარი ძაღლების მომრავლებაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ მაღალია სხვადასხვა დაავადების გავრცელების შანსი, რადგან ძაღლები აგრესიულები არიან.

კომპანია „სევერის“ წარმომადგენლებმა, რომლებიც  ხულოში მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობას უკვე წლებია ახორციელებენ, გასული წლის მხოლოდ დეკემბრის მონაცემებით მუნიციპალიტეტიდან  30 ძაღლი გაიყვანეს. მას შემდეგ მერიას აღნიშნული პროგრამა შეჩერებული აქვს და მუნიციპალიტეტში მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობას არავინ ახორციელებს.

მიუსაფარი ცხოველების გაუვნებლობის მომსახურების შესასყიდად მერიამ 12 400 ლარიანი ტენდერი 24 იანვარს გამოაცხადა. ხულოს მუნიციპალიტეტში არ გამორიცხავენ, რომ ტენდერი ბათუმის მსგავსად იქაც ჩავარდეს. ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში შესყიდვას თავიდან გამოაცხადებენ.

„პროგრამა 25 დეკემბრის შემდეგ შეჩერებულია. მომსახურებას უკვე წლებია კომპანია „სევერი“ ახორციელებს. ტენდერი წელს პირველად გამოვაცხადეთ, აქამდე ბიუჯეტში თანხის დამტკიცებას ველოდით, ტენდერი თუ არ შედგა თავიდან გამოვაცხადებთ, არ არის გამორიცხული, რომ თანხა გავზარდოთ“ - განაცხადა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა.

ტენდერის თანახმად გამარჯვებულმა კომპანიამ ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 155 ძაღლის დაჭერა და ვეტერინალურ კლინიკამდე ავტომანქანით ტრანსპორტირება. სტერილიზაცია, კასტრაცია, კვება, ვაქცინაცია, დაბირკვა და გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში ევთანაზია უნდა განახორციელოს.

ბათუმის ძაღლთა თავშესაფარამდე ცხოველების ტრანსპორტირება სპეციალური აღჭურვილობით მოწყობილი ავტომანქანით უნდა განხორციელდეს.

ხულოს მერიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში ვეტერინალური კლინიკის ან ძაღლთა თევშესაფარის მოწყობა არ იგეგმება, ვინაიდან აღნიშნულ ხარჯს ბიუჯეტი ვერ გაწვდება. ზაზა აბულაძის თქმით,  ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში პრიორიტეტული ბაღების მშენებლობაა.

„ჩვენი სახსრებით  ადგილზე  თავშესაფრის გახსნას  ვერ შევძლებთ, ისედაც დიდ თანხებთანაა მომსახურება დაკავშირებული. შესაბამისი შენობა და კადრები ჭირდება. მუნიციპალიტეტში კიდევ რამდენიმე ბაღი გვაქ გასაკეთებელი და მათი მშენებლობა უფრო პრიორიტეტულია. ცხოველები გაყავთ დაბიდან და ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრებიდან“, - აცხადებს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი.

ხულოს მუნიციპალიტეტში შარშან მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობაზე ბიუჯეტიდან 18 ათასი ლარი დაიხარჯა.

მიმდინარე ტენდერში  წინადადებების მიღება 3 თებერვალს სრულდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი