მსოფლიო კალათბურთის ლეგენდა კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

27 იანვარი 2020, 14:57 1780 ნახვა

კალათბურთის ლეგენდა, 41 წლის კობი ბრაიანტი  20 წლიანი კარიერის მანძილზე „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ თამაშობდა.  იგი  ჯეიმს ნეისმიტის სახელობის დიდების დარბაზშია შეყვანილი.

ბრაიანტი და მისი 13 წლის ქალიშვილი, ბორტზე მყოფ 7 მგზავრთან ერთად  ავიაკატასტროფისას, გუშინ დაიღუპა.

მიმდინარეობს გამოძიება. ამ დროის ინფორმაციით იყო ნისლი და ცუდი ხილვადობა, რაც შეიძლება გამხდარიყო ავიაკატასტროფის მიზეზი.

"შავი მამბას" დაღუპვას მთელი მსოფლიო გამოეხმაურა. კალათბურთის სამყარო საუკეთესო მოთამაშის გარდაცვალებას გლოვობს. ბრაიანტსა და მის ცოლს ოთხი შვილი ჰყავდათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში