კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

27 იანვარი 2020, 00:01 2918 ნახვა

ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ლეგენდარული კალათბურთელი, კობი ბრაიანტი, ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. 

გამოცემა TMZ.com-ის ცნობით, 41 წლის კალათბურთელი ვერტმფრენის ჩამოვარდნისას გარდაიცვალა. შემთხვევის დროს მასთან ერთად ბორტზე მყოფი 3 ადამიანი დაიღუპა.  
გამოძიება უკვე დაწყებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავმა კატასტროფა კალიფორნიაში განიცადა.

ლეგენდარულ კალათბურთელს ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის 5 საჩემპიონო ბეჭედი აქვს მოგებული, ასევე, ის ორჯერ  ფინალური შეხვედრის mvp გახდა.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში