ნინო ლომჯარია თეა წულუკიანს უპირისპირდება 

26 იანვარი 2020, 20:15 1346 ნახვა

სახალხო დამცველი იუსტიციის მინისტრს უპირისპირდება. „იუსტიციის მინისტრის მხრიდან ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული. კერძოდ, ადგილი აქვს სახალხო დამცველის საქმიანობაზე ზემოქმედებისა და ხელშეშლის მცდელობას“ -ასეთი ნინო ლომჯარიას ბრალდება თეა წულუკიანის მიმართ. საქმე ეხება 23 იანვარს პენიტენციური სამსახურის მიერ სახალხო დამცველის პატიმრებთან შეხვედრის თაობაზე დეტალების გასაჯაროებას. ნინო ლომჯარია მატროსოვის ციხეში ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს და მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს შეხვდა.

სახალხო დამცველი გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდებს, იუსტიციის მინისტრს კი მიმართავს, შეწყვიტოს სახალხო დამცველის მიმართ უკანონო ქმედებები. პენიტენციური სამსახური კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს უარყოფს, იუსტიციის სამინისტროს განცხადებით კი მსგავსი ვიზიტი საიდუმლოდ ვერ დარჩებოდა, რადგან საქმე საზოგადოებრივად მაღალი ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმეებს და ცნობილ პირებს ეხება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში