განახლებული:
ხაშურიდან ბორჯომისკენ მიმავალ გზაზე (ქვიშხეთთან) ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი წყალში გადავარდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვლილია 4 პირი, მათ შორის სამი არასრულწლოვანი. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ავტომობილში 5 ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებული ქალი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა.