"არსებული მონაცემებით თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან"-ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 900-ზე მეტი კი დაშავდა.
6,9 მაგნიტუდის მიწისძვრა თურქეთში გუშინ ღამე მოხდა. მან ნგრევა გამოიწვია, ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც.