71 წარმატებული სტუდენტი, დღეს, 24 იანვარს, აჭარის განათლების სამინისტრომ სიგელებითა და სხვადასხვა სახის საჩუქრებით დააჯილდოვა. ისინი "სტუდენტური დახმარების" პროექტის მონაწილეები არიან.
აჭარაში მცხოვრები სტუდენტები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებელში სწავლობენ, განათლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სიმბოლურად შეიკრიბნენ.
სტუდენტური დახმარების პროექტს აჭარის განათლების სამინისტრო 2012 წლიდან ახორციელებს. მონაწილეებს სწავლის გადასახადი უფინანსდებათ. პროექტის მონაწილეებს შორის არიან მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები სტუდენტები, დედ-მამით ობლები, სოციალურად დაუცველები და სტუდენტები მრავალშვილიანი ოჯახებიდან.
აჭარის განათლების სამინისტროს წელს პროექტისთვის, ბიუჯეტში მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული.