ბათუმის ახალი სტადიონი ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩით არ გაიხსნება

22 იანვარი 2020, 16:10 2722 ნახვა

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის ახალი სტადიონი 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მატჩით უნდა გახსნილიყო, თუმცა გადაწყდა, რომ საქართველოსა და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებებს შორის დაპირისპირება თბილისში გაიმართება.

ინფორმაცია მატჩის დედაქალაქში ჩატარების შესახებ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. შეხვედრა 26 მარტს დინამო არენაზე 21:00 წუთზე გაიმართება.

შპს სტადიონის დირექტორმა აღნიშნული ინფორმაცია დაგვიდასტურა. ჯაბა სურმანიძემ აჭარის მაუწყებელთან თქვა, რომ ბათუმის ახალი სტადიონი უეფაში მშენებარე სტადიონის სტატუსით იყო რეგისტრირებული, შესაბამისად მატჩის გამართვის ადგილად არ დაასახელეს.

ახალი კომპლექსის გახსნის ზუსტი თარიღი თარიღს ჯერჯერობით უცნობია.

გასული წლის ნოემბერში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა თქვა, რომ ის მომხრე იყო ერთა ლიგის ნახევარფინალი, სადაც საქართველოს ნაკრები ბელარუსის გუნდს უნდა დაპირისპირებოდა ბათუმის სტადიონზე ჩატარებულიყო. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი