შეხვედრები დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში

22 იანვარი 2020, 12:00 1279 ნახვა

პრემიერ-მინისტრი დავოსში ვიზიტს აგრძელებს. ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გიორგი გახარია  ესტონელ კოლეგას შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას, ასევე - საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში.  შეხვედრა გაიმართა ლიეტუვას პრეზიდენტთანაც.  

პრემიერ-მინისტრი დავოსში ახალგაზრდა ქართველი სტარტაპერების პრეზენტაციასაც დაესწრო. ქართულმა სტარტაპმა, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ღვინის ავთენტურობისა და მეღვინეობის აქტივების მართვის პროგრამა წარადგინა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში