ჰაცუ ბაშოს მე-11 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა ოკინოუმთან დამარცხდა. ლევან გორგაძეს მიმდინარე ბაშოზე 5 გამარჯვება და 6 მარცხი აქვს.
დადებითი ბალანსის შესანარჩუნებლად დარჩენილი 4 ბრძოლიდან მინიმუმ 3 უნდა მოიგოს.
ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მე-12 საშეჯიბრო დღეს ტაკაკეიშო იქნება, რომელიც ოძეკის ტიტულს ატარებს, ამასთან მიმდინარე ბაშოზე 8 მოგება და 2 მარცხი აქვს.