საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთში 11 მედალი მოიპოვა, მათ შორის 2 ოქროს, 4 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს.- 77 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი აჭარის წარმომადგენელმა, გელა ბოლქვაძემ მოიპოვა. ტურნირზე 29 ქართველმა მოჭიდავემ იასპარეზა.
საფრანგეთის ქალაქ ნიცამ ანრი დეგლანის სახელობის 46-ე საერთაშორისო გრან-პრის უმასპინძლა, სადაც საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გაფართოებული შემადგენლობით წარსდგა.