ხელვაჩაურში, სოფელ შარაბიძეებში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

19 იანვარი 2020, 13:10 5937 ნახვა

ხელვაჩაურში, სოფელ შარაბიძეებში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, 31 წლის ახალგაზრდა კაცი კი ბათუმის სამედიცინო ცენტრში სხეულის დამწვრობით გადაიყვანეს.

ორსართულიან შენობაში პირველი სართული დაიწვა, წინასწარი ინფორმაციით ორი 65 წლამდე ადამიანი დაკვამლიანების შედეგად გაიგუდა. ადგილზე სამი სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით აღძრა რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

„სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორი ვახტანგ ბერიშვილი გამორიცხავს იმ ინფორმაცის, რომ შესაძლოა ხანძარი ბუნებრივი აირიდან გაჩენილიყო.მისი მტკიცებით იმ ოთახში სადაც ცეცხლის კერა იყო, გაზის დანადგარი დამონტაჟებული არ არის.ადგილზე ''სოკარ ჯორჯია'' გაზის წარმომადგენლები მუშაობენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში