კურორტ გოდერძიზე თანამედროვე ტიპის ვერტმფრენი იფრენს. ,,ჰელი-სკინგ” მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისგან წინასწარ დაკომპლექტებულ ტურისტულ ჯგუფებს მოემსახურება.
გაუკვალავ თოვლში მათ გადაადგილებასა და თხილამურებით სრიალის ორგანიზებაში დაეხმარება. ფრენები აპრილამდე ხელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში გაგრძელდება. ავსტრიული კომპანია ფრენებს გოდერძის გარდა მესტიასა და ყაზბეგშიც ახორციელებს.