600-ლარიანი ჯარიმა პროკურატურის ეზოში ბოტასის სროლისთვის

19 იანვარი 2020, 12:25 1458 ნახვა

„სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელ ზვიად კუპრავასა და მასთან ერთად დაკავებულ ლაშა ცუცქირიძეს სასამართლომ 600-600 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. სასამართლომ ორივე პირი დამნაშავედ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

რაც შეეხება კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, მოსამართლის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ბრალდება მათ მოეხსნათ. პროკურატურასთან ზვიად კუპრავამ და რამდენიმე პირმა აქცია გამართეს. მათ უწყებასთან ბოტასები მიიტანეს და გენპროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენა გააპროტესტეს. ზვიად კუპრავამ ბოტასები პროკურატურის ეზოში ისროლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის და ლაშა ცუცქირიძეც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში