რამდენჯერმე რეაბილიტირებულ თამარის გზატკეცილს ისევ გადათხრიან

17 იანვარი 2020, 20:40 1639 ნახვა

ერთი წლის წინ თამარის გზატკეცილზე მოასფალტებული გზა, რომელიც მეორე დღესვე დაზიანდა და ხელახალი სამუშაოები ჩატარდა, წელს ისევ გაფუჭდა. ალაგ-ალაგ მერიას მონაკვეთების ხელახლა მოპირკეთება დასჭირდა. ამასთან, ასფალტი დაზიანებულია გზაგამყოფთანაც.

დეგრადირებული გზა ე.წ. ბენზეს დასახლების გასწვრივაც. არადა, აღნიშნული გზატკეცილი ქალაქის შემოსასვლელია. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ აქ რამდენიმე შესაძლო დანაშაული იკვეთება - კორუფცია, ან მუნიციპალიტეტის გულგრილობა და არასათანადო ზედამხედველობა. 

ბათუმის მერიაში კი ირწმუნებიან, რომ აღნიშნული მონაკვეთი დროებით იყო შეკეთებული, წელს კი კაპიტალური კეთილმოწყობა იგეგმება. ახლა აპირებენ ბოლო ათწლეულის პრობლემის - ბარცხანის სახიფათო ხიდის რეაბილიტაციასაც.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი