ლიფტის ჩავარდნის კიდევ ერთი შემთხვევა ბათუმში. მაღლივ კორპუსში, რომელიც ექსპლუტაციაში ოფიციალურად ჯერ შესული არ არის, თუმცა სატვირთო ლიფტის გამოყენებაზე, ეკონომიკის სამინსიტროს ნებართვა გაცემული ჰქონდა.
ლიფტში სამი ადამიანი იმყოფებოდა, ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ავარიული ვარდნის სავარაუდო მიზეზი გადაჭარბებული სიმძიმის ტვირთით მგზავრობა გახდა, ზუსტი მიზეზი კი გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი