ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ (IWF) 2019 წლის რჩეულების გამოსავლენად ტრადიციული გამოკითხვა დაიწყო. ვაჟთა შორის ტიტულის მთავარი პრეტენდენტი ლაშა ტალახაძეა.
აქციას, პირობითი სახელწოდებით „აიტაცე“, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციაც შეუერთდა და ქომაგებს ტალახაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ხმის მიცემის პროცედურა მარტივია: საჭიროა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე შესვლა - https://www.iwf.net/lifters-year-2019/?fbclid=IwAR3KYVh03ASFCOL8CP03hPMHn4qmI1NrLIued8N0OGvuFZS_8K2oL3ow4qw - და 6 ნაბიჯის გადადგმა:
1.მონიშნეთ ლაშა ტალახაძე
2.მონიშნეთ ფავორიტი ძალოსანი ქალი
3.ველში Name ჩაწერეთ თქვენი სახელი
4.ველში Country მიუთითეთ Georgia
5.ველში e-mail ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი
6.დააჭირეთ ღილაკს Vote
ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის ტიტული პირველად 2017 წელს მოიგო, შარშან კი ქობულეთში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე კი 2018 წლის რჩეულის პრიზით დაჯილდოვდა.
ნახეთ ვიდეოგაკვეთილიც, რომელიც საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ გამოაქვეყნა.