ქართული თეატრის დღე

14 იანვარი 2020, 10:26 1927 ნახვა

დღეს ქართული თეატრის დღეა. თარიღთან დაკავშირებით დღეს  ბათუმში დაგეგმილია თეატრალებთან შეხვედრა, მოეწყობა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება უძველესი თეატრალური აფიშების რეპროდუქცია. საღამოს კი მაყურებელი ანდრო ენუქიძის რეჟისორობით დადგმულ „ხანუმას“ ნახავს.

ქართული პროფესიული თეატრის დაარსება პოეტსა  და დრამატურგს  გიორგი ერისთავის სახელს უკავშირდება. პირველი წარმოდგენა ერისთავის პიესა „გაყრა“ 1850 წლის 14 იანვარს გაიმართა და ეს თარიღი მიჩნეულია ქართული თეატრის აღდგენის დღედ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში