"ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს და არა 3000 ლარიანი გირაოს გადახდას. მისი თქმით, 3 იანვარს ის უკანონოდ დააკავეს.
ლაშა ჩხარტიშვილმა ბრიფინგზე საპატრულო პოლიციის სამხრე კამერიდან ამოღებული მასალები წარადგინა, სადაც მისი დაკავების კადრებია ასახული. ჩხარტიშვილი წაყენებულ ბრალს არ ეთანხმება. ის სამართალდამცველებს დევნაში ადანაშაულებს.