6-2-ამ ანგარიშით დაამარცხა ქედის "ბეთლემმა" სტუმრად მყოფი სამეგრელოს "ლესიჭინე". მეტოქის კარში პირველი გოლი პირველი ტაიმის 24-ე წუთზე შაქრო დუმბაძემ გაიტანა, 6 გოლიდან 5 გოლის ავტორი ამირან აბუსერიძეა. 20 სექტემბერს "ბეთლემი" ხელვაჩაურის " მაჭახელას" შეხვდება. ქედის ბეთლემი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგის " ბ "ჯგუფში " 8 გუნდთან ერთად გამოდის, ჯგუფის გამარჯვებული პირველ ლიგაში ავტომატურად დაწინაურდება. ახალი სეზონიდან ქედის ბეთლემმა სამი მატჩი ითამაშა, მათგან სამივე მოგებით დაასრულა.